ფინეთში კრემლის „ტროლები“ გაასამართლეს
ფინეთში კრემლის „ტროლები“ გაასამართლეს

ფინეთში კრემლის „ტროლები“ გაასამართლეს.

ვებგვერდ MV-Lehti-ის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, ილია იანიცკინს სასამართლომ 22-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალდებულად ცნეს 16 ეპიზოდში, მათ შორის დიფამაციაში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა შეურაცხყოფასა და საავტორო უფლებების დარღვევაში.

ერთ-ერთი მოსარჩელე ფინეთის სახელმწიფო რადიოს კორესპონდენტი ჯესიკა აროა, რომელიც ფინეთში პრორუსული პროპაგანდის სოციალურ ქსელებში გავრცელების ფაქტებს იძიებს.

კიდევ ერთი ბრალდებული ტროლი – იოჰან ბექმანია, რომელიც საკუთარ თავს „დონეცკის სეპარატისტული მოძრაობის წარმომადგენელს“ უწოდებს. მას სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი და 136 000 ევროს ოდენობით დაზარალებული პირისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.