ფინეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
ფინეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

ფინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაინფიცირებული 32 წლის ჩინელი ქალია, რომელიც ფინეთში ქალაქ უხანიდან ხუთი დღის წინ ჩავიდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 132 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი კი დაინფიცირებულია.

დატოვე კომენტარი