ფინეთში კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა

21:48, 22.04.2020
LKS 20200421 Yleisˆ‰ Ruisrockissa Turussa 6. hein‰kuuta 2019. 50-vuotta t‰ytt‰v‰ Ruisrock on Suomen vanhin ja Euroopan toiseksi vanhin yht‰jaksoisesti j‰rjestetty rockfestivaali. LEHTIKUVA / LAURA UKKONEN

ფინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა ქვეყანაში ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.

მისი თქმით, ვითარება ჯერ კიდევ რთულია, ამიტომ აზრიანი იქნება 500-ზე მეტი მონაწილით მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდეს.

ფინეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4 129 შემთხვევა, აქედან 115 ბოლო დღე-ღამეში დადასტურდა. გარდაცვლილია სულ 149 ადამიანი.

მსგავსი