ფინეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა
ფინეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა

ფინეთში, ტაპიოლას რაიონში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა უმეტესობა მცირეწლოვნები არიან. პოლიციის ცნობით, ჩამოინგრა ხიდის კონსტრუქციის ნაწილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევისას ხიდზე სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი გადაადგილდებოდა. დაშავებულებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილობრივი პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოძიებას აწარმოებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხიდის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი.