ფინეთში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას 60 ქვეყნიდან ჩასული ჟურნალისტი გააშუქებს

18:01, 11.07.2018

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ფინეთში, 60 ქვეყნიდან ჩასული ჟურნალისტი გააშუქებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური სააგენტო STT ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აკრედიტაცია 1436- მა ჟურნალისტმა მოითხოვა.

ჰელსინკის რეგიონული სატრანსპორტო კომპანია HSL მედიის წარმომადგენლების უფასო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰელსინკიში, 16 ივლისს შეხვდებიან.

მსგავსი