ფინეთს ევროვიზიაზე დიჯეი დარუდე, იგივე ვილე ვიერტანენი წარადგენს

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყანას ცნობილი დიჯეი, დარუდე, იგივე ვილე ვიერტანენი წარადგენს.

მაუწყებელმა ქვეყნის წარმომადგენელი შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე, პირდაპირი წესით დაასახელა.

43 წლის დიჯეიმ მუსიკის შექმნა 1995 წელს დაიწყო და მისმა რამდენიმე ნამუშევარმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.

ცნობილია, რომ ვოკალურ ნაწილში მონაწილეობას ახალგაზრდა ფინელი მომღერალი, სებასტიანი მიიღებს.

ოფიციალური ნაციონალური კალენდრის მიხედვით, ფინეთის საკონკურსო სიმღერა 2 მარტს გახდება ცნობილი.