ფინეთმა და შვედეთმა პირველი ერთობლივი სადაზვერვო ფრენის შედეგად, რუსული ავიაგამანადგურებლების ჯგუფი გამოავლინეს
ფინეთმა და შვედეთმა პირველად განახორციელეს ერთობლივი სადაზვერვო ფრენა.
ფინეთის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გამანადგურებლებმა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ფინეთის ყურის თავზე, რუსული გამანადგურებლების ჯგუფი გამოავლინეს და მოახდინეს მისი იდენტიფიცირება.
როგორც წესი, მორიგე გამანადგურებლები პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგსა და დაცვაზე.
„თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ამ შემოდგომაზე დაიწყო, საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ერთობლივი ოპერატიული სადაზვერვო ფრენები და საჭიროების შემთხვევაში, მორიგე გამანადგურებლები მეორე ქვეყნის სამხედრო ბაზებზე განვათავსოთ“, – განაცხადა ფინეთის საჰაერო ძალების ოპერატიული მართვის სამსახურში.
შვედეთის საჰაერო ძალებში კი აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ხანგრძლივმა საერთაშორისო თანამშრომლობამ შეუფერხებელი ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა უზრუნველყო.