ფინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები
ფინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა გაჭიანურებული კონფლიქტების გადასაჭრელად ეუთო-ს არეალში მოლდოვაში, საქართველოში, ასევე მთიან ყარაბაღში, ეს ეუთო-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატია, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, მატი ანტონენმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 26-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ, ჩვენ სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ვითარების გაუარესების მოწმე გავხდით. მოვუწოდებთ ყველა რელევანტურ მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა, გაამწვავოს ვითარება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი განსხვავებების მიუხედავად, ეუთო-ს აქტიურობა აშკარაა, როგორც ღირებული მხარის კონფლიქტების გადაჭრისა და პრევენციისთვის“, – განაცხადა მატი ანტონენმა ეუთო-ს მინისტერიალზე.