ფინეთის საგარეო უწყება - არ ვაღიარებთ აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
ფინეთის საგარეო უწყება - არ ვაღიარებთ აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ფინეთი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“, – აღნიშნულია ფინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.  ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. მეორე ტური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ხმის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემები სავარაუდოდ ორ საათში გახდება ცნობილი.