ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საერთაშორისო კანონმდებლობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონი საქართველოს ეკუთვნის. საერთაშორისო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს კანონს, წესებს და გაერო-ს ქარტიის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს”, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმო სოინიმ.

ფინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰელსინკი განაგრძობს საქართველოსთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის თანამშრომლობას, რაც უნდა მოხდეს ჟენევის დისკუსიებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ჩართულობის გზით.

„ფინელი დამკვირვებლები არიან მისიაში მისი დაფუძნების დღიდან. კონფლიქტი არ დასრულებულა. ფინეთი მიიჩნევს, რომ აგვისტოში გაფორმებული შეთანხმების პირობების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – აცხადებენ ფინეთის საგარეო უწყებაში.