ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ

რუსეთი არღვევს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს. მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ საბაზისო პრინციპებს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპაში არ არის ადგილი რუსეთის ცნებებისთვის გავლენის სფეროების შესახებ ან ნულოვანი ჯამის თამაშზე.

„რუსეთი არა მხოლოდ უხეშად არღვევს გაერო-ს ქარტიას, ასევე არღვევს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ საბაზისო პრინციპებს, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ. ეს პრინციპები არც მოლაპარაკებებს ექვემდებარება და არც გადახედვის ან ხელახლა ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენს.

ევროპაში არ არის ადგილი რუსეთის ცნებებისთვის გავლენის სფეროების შესახებ ან ნულოვანი ჯამის თამაშზე. ომი და განადგურება რუსეთის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რუსეთს შეუძლია ამ ომის ნებისმიერ დროს შეჩერება და მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ – ევროპაში ომის დროს კიდევ ერთი ზამთრის წინაშე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა, რომელსაც სურდა სწრაფი გამარჯვება, წარმატებას ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს უკრაინის დასამარცხებლად. უკრაინელების გამძლეობა და სიმამაცე აღმაფრთოვანებელია“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.