ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველი სექტემბრიდან ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას შეამცირებს და ლიმიტს დააწესებს, ამავეს შევთავაზებთ ჩვენს კოლეგებს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველი სექტემბრიდან ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას შეამცირებს და ლიმიტს დააწესებს, ამავეს შევთავაზებთ ჩვენს კოლეგებს

ფინეთი პირველი სექტემბრიდან შეამცირებს და ლიმიტირებულს გახდის ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, ამავეს შევთავაზებთ ჩვენს კოლეგებს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები როდესაც იტანჯებიან, ნორმალური ტურიზმი არ უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, ჰაავისტოს განცხადებით, ეფექტური იქნება, თუ 27 წევრი ქვეყანა საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ფინეთი პირველი სექტემბრიდან შეამცირებს და ლიმიტირებულს გახდის ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩემს კოლეგებს შევთავაზებ იმავეს, რადგან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, როდესაც უკრაინელები იტანჯებიან, ნორმალური ტურიზმი არ უნდა გაგრძელდეს. ეს როგორც წესი, დაკავშირებულია ბიზნესთანაც, მაგრამ ჩვენ უნდა შემოვიღოთ შემზღუდავი ზომები ტურისტულ ვიზებზე. ეს საკითხი ძალიან ბევრმა ქვეყანამ წამოწია, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს. მათ შორის იყო ფინეთი, რომელმაც სტანდარტული ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის 10%-ზე დაიყვანა. ჩვენ კანონმორჩილი საზოგადოება ვართ და მნიშვნელოვანია, ყველაფერი კანონმდებლობის საფუძველზე გავაკეთოთ. შენგენის ვიზების ნაწილი უკვე გაცემულია, ახლა ვდგავართ ახალი ვიზების გაცემის პროცესის გავლენის წინაშე. ვიცით, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნება, თუ 27 წევრი ქვეყანა საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.