ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთი განაგრძობს ეუთო-ს ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთი განაგრძობს ეუთო-ს ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით

ფინეთი განაგრძობს შეთანხმებულ ფორმატებში ეუთო-ს ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა.

ფინელი დიპლომატის თქმით, ჰელსინკი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, როგორც პეკა ჰაავისტო ამბობს, ფინეთი აგრეთვე მხარს უჭერს ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ ძალისხმევას, საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე.