ფინეთის პრეზიდენტი – ვესაუბრე დონალდ ტრამპს, გვქონდა კონსტრუქციული დისკუსია და იდეების გაცვლა ნატო-ზე, უკრაინასა და ირანზე, არსებობს პრობლემები, რომლებიც პრაგმატულად უნდა მოვაგვაროთ

20:50, 01.04.2026

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.

როგორც ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მათი საუბარი კონსტრუქციული იყო და ნატო-სთან, უკრაინასა და ირანთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.

„ვესაუბრე დონალდ ტრამპს. კონსტრუქციული დისკუსია და იდეების გაცვლა გვქონდა ნატო-ზე, უკრაინასა და ირანზე. არსებობს პრობლემები, რომლებიც პრაგმატულად უნდა მოვაგვაროთ“, – წერს ის.

მსგავსი