ფინეთის პრეზიდენტი - მიზანი თუ იყო რუსეთ-უკრაინის ორმხრივი შეხვედრა ვაშინგტონის შეხვედრიდან ორ კვირაში, ეს მე ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, გაჭიანურების რუსული ტაქტიკა გრძელდება
ფინეთის პრეზიდენტი - მიზანი თუ იყო რუსეთ-უკრაინის ორმხრივი შეხვედრა ვაშინგტონის შეხვედრიდან ორ კვირაში, ეს მე ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, გაჭიანურების რუსული ტაქტიკა გრძელდება

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის მზადყოფნის რაიმე ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ხედავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სტუმბმა ფინურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტუბის თქმით, რუსეთი მიისწრაფვის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ, სულ მცირე, შემოდგომამდე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ტერიტორიული მიღწევები.

მან სკეპტიკურად შეაფასა უკრაინა-რუსეთის სამიტის გამართვის პერსპექტივა, რომლის მომზადების შესახებ თეთრ სახლში ტრამპისა და ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.

„მიზანი თუ იყო ორმხრივი შეხვედრა ვაშინგტონის შეხვედრიდან ორ კვირაში, ანუ ამ ორშაბათიდან ერთ კვირაში, მე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. გაჭიანურების რუსული ტაქტიკა გრძელდება“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.