ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს რუსეთის ქმედებების გამო მოთმინება ეწურება
ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს რუსეთის ქმედებების გამო მოთმინება ეწურება

ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ეწურება მოთმინება რუსეთის ქმედებების გამო. ამის შესახებ ალექსანდრ სტუბმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ფლორიდაში, ტრამპთან გოლფის თამაშის დროს გამართული საუბარი და აღნიშნა, რომ შთაბეჭდილება დარჩა, ტრამპი მოთმინებადაკარგული ნამდვილად იყო.

„ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც აშშ-მა შესთავაზა – სრული, შემდეგ კი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინამ მიიღო ეს, ევროპამ მხარი დაუჭირა და არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც ახალ პირობებს აყენებს, ტიპური რუსეთი. დიახ, ეს იყო მოუთმენლობისა და გარკვეული იმედგაცრუების ნაზავი“, – განაცხადა მან.

სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ თუ წარმოვიდგენთ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებს ნდობასა და უნდობლობას შორის, მაშინ, უდავოდ, რუსეთის ქმედებებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაამტკიცა, რომ უფრო მეტად უნდობლობისკენ იხრებიან.