ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ მზადაა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დაამტკიცოს, თუ ქვეყნის მთავრობა ასეთ წინადადებას წარადგენს

20:38, 01.08.2025
Finland's President Alexander Stubb talks to the media during a joint statement to the press with German Chancellor Olaf Scholz at the Chancellery in Berlin, Germany, Tuesday, Oct. 22, 2024. (AP Photo/Ebrahim Noroozi)

Finland's President Alexander Stubb talks to the media during a joint statement to the press with German Chancellor Olaf Scholz at the Chancellery in Berlin, Germany, Tuesday, Oct. 22, 2024. (AP Photo/Ebrahim Noroozi)

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ მზადაა, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დაამტკიცოს, თუ მთავრობა ასეთ წინადადებას წარადგენს.

ფინეთის პრეზიდენტი, რომელიც ექვსი წლით აირჩევა, შეზღუდული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციას უწყობს ხელს.

„საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის გადაწყვეტილებები აძლიერებს პალესტინის აღიარების ტენდენციას, როგორც სამშვიდობო პროცესისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის ძალისხმევის ნაწილს. თუ ფინეთი პალესტინას ამ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილად აღიარებს, ჩვენ ჩვენივე ქმედებებით ხელს შევუწყობთ მშვიდობას. თუ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებას მივიღებ, მზად ვარ, დავეთანხმო მას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ იმ არაბულმა ქვეყნებმა, რომლებმაც ჯერ არ აღიარეს ისრაელი, ეს გააკეთონ. პალესტინის ხელისუფლებამ უკვე აღიარა ისრაელი. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინას“ , – განაცხადა ფინეთს პრეზიდენტმა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ პარასკევს კიდევ ერთხელ გაიმეორა ჰელსინკის მხარდაჭერა ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტის მიმართ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მზად არის თუ არა მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და კანადამ, სექტემბერში გაეროს 80-ე გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პირობა დადეს.

მსგავსი