ფინეთის პრემიერი - უნდა გავიგოთ, რომ სიტუაცია უკრაინაში არის ძალიან მძიმე, ვიმედოვნებ, რომ დღის ბოლოს გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა მივიღებთ
ფინეთის პრემიერი - უნდა გავიგოთ, რომ სიტუაცია უკრაინაში არის ძალიან მძიმე, ვიმედოვნებ, რომ დღის ბოლოს გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა მივიღებთ

მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ და უნდა გავიგოთ, რომ სიტუაცია უკრაინაში არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გადამწყვეტია გამოსავლის პოვნა.

„ჩემთვის მიუღებელია, რომ ერთ ქვეყანას შეუძლია, დაბლოკოს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დეტალურად საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დღის ბოლოს გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა მივიღებთ. ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, დღეს რა პოზიცია ექნება ორბანს“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა.

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომლის წინააღმდეგაც უნგრეთი გამოდის.