ფინეთის პრემიერი - ნატო-ს წვრთნების დროს GPS-ის დაზიანებაში დამნაშავე შესაძლოა, რუსეთი იყოს
ნატო-ს წვრთნების დროს ფინეთის GPS-ი მწყობრიდან გამოვიდა, დამნაშავე შესაძლოა, რუსეთი იყოს, – ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუჰა სიფილამ განუცხადა.
„შესაძლებელია, რომ რადიონავიგაციის სისტემის შეფერხება რუსეთის ჩარევით მოხდა. ცნობილია, რომ რუსეთი ფლობს მსგავს შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ჯუჰა სიფილამ.
ფინეთი ნატო-ს წევრი არ არის, თუმცა ნორვეგიაში ჩატარებულ მასშტაბურ წვრთნებში Trident Juncture-ში მონაწილეობა მოკავშირის სტატუსით მიიღო. GPS-ის შეფერხებაზე ინფორმაცია სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ნორვეგიამაც გაავრცელა.