ფინეთის პრემიერი - როდესაც რუსეთი ევროპაში აგრესიულ და სასტიკ ომს აწარმოებს, არასწორია, რომ რუსებს შეუძლიათ, იმოგზაურონ ევროპაში, როგორც ტურისტებმა
ფინეთის პრემიერი - როდესაც რუსეთი ევროპაში აგრესიულ და სასტიკ ომს აწარმოებს, არასწორია, რომ რუსებს შეუძლიათ, იმოგზაურონ ევროპაში, როგორც ტურისტებმა

ფინეთის პრემიერმა მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სანა მარინი მთელი ევროპის დონეზე რუსებისთვის სამოგზაუროდ ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის მხარდაჭერით გამოვიდა.

„არასწორია, რომ როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ და სასტიკ ომს აწარმოებს, რუსებს შეუძლიათ იცხოვრონ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და იმოგზაურონ ევროპაში, როგორც ტურისტებმა. ეს არ არის სამართლიანი“, – განაცხადა მარინმა.

პრემიერის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ რუსები ევროპაში გადასასვლელად ფინეთს იყენებენ და აღნიშნულის თაობაზე მთავრობაში განხილვები მიმდინარეობს.

„გვესმის, რომ რუსები ფინეთს სატრანზიტო პუნქტად იყენებენ, ჩვენი გავლით მიდიან სხვა ქვეყნებში დასასვენებლად. ამ საკითხს მთავრობაში განვიხილავთ და დისკუსია გაგრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აზუსტებს ამ სიტუაციას, მაგრამ ამასთან დაკავშირებულია გარკვეული სამართლებრივი ასპექტები. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი სანქციების კანონმდებლობა, რომელიც რუსი ტურისტების მხრიდან მსგავსი ქმედებების შეზღუდვის შესაძლებლობას მოგვცემს. შესაძლოა, არსებობს სხვა გზები, მაგალითად, ვიზების გაცემის შენელება“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა.

დატოვე კომენტარი