ფინეთის პრემიერ-მინისტრი - გრენლანდიის საკითხმა აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე გავლენა მოახდინა, თუმცა ჩვენ კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზის გადალახვა მოვახერხეთ
ფინეთის პრემიერ-მინისტრი - გრენლანდიის საკითხმა აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე გავლენა მოახდინა, თუმცა ჩვენ კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზის გადალახვა მოვახერხეთ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო აცხადებს, რომ გრენლანდიის საკითხმა აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე გავლენა მოახდინა.

ამის შესახებ ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

ორპოს განცხადებით, ევროკავშირში არ არსებობს კონსენსუსი, რომ დანიის კუნძულის გარშემო არსებული სიტუაცია საბოლოოდ მოგვარებულია.

„თუმცა ჩვენ მოვახერხეთ კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზის გადალახვა“, – აღნიშნა ორპომ.

როგორც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოკავშირეებმა არ უნდა განახორციელონ ზეწოლა ან მოითხოვონ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსია.

ორპოს თქმით, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ატმოსფერო ოპტიმისტური იყო, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა აჩვენეს უნარი, ერთად იმოქმედონ.