ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცებს არ გააგზავნიან
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო აცხადებს, რომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცებს არ გააგზავნიან.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახით ჩავერთოთ ამ პროცესში, მაგრამ სამხედროებს უკრაინაში არ გავაგზავნით“, – აღნიშნა ორპომ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ფინეთი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა და სწორედ ამიტომ არ შეუძლია ჯარების გაგზავნა უკრაინაში.
„სარისკო იქნებოდა, თუ ფინელი ჯარისკაცები მეზობელი ქვეყნის ჯარისკაცებთან კონფლიქტში შესვლას გარისკავდნენ. ამიტომ აქ ჩვენი მთავრობის ხაზი მკაფიოა“, – აღნიშნა ორპომ.
ცნობისთვის, ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალის განთავსებას განიხილავს.