ფინეთის პრემიერ-მინისტრი​ თვითიზოლაციაში გადავიდა
ფინეთის პრემიერ-მინისტრი​ თვითიზოლაციაში გადავიდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ​ თვითიზოლაციაში გადავიდა. „ბიბისი“-ის ინფორმაციით, სანა მარინი იზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ რაც, პიროვნებას, რომელიც მის რეზიდენციაში მუშაობს, ახლო კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პიროვნებასთან.

ფინეთის პრმეიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელი ვირუსზე შეამოწმეს, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნება.

34 წლის სანა მარინმა მსოფლიო ყურადღება გასული წლის ბოლოს მიიპყრო, როდესაც მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.

დატოვე კომენტარი