ფინეთის პარლამენტმა სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ კანონის მოქმედება გაახანგრძლივა
ფინეთის პარლამენტმა სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ კანონის მოქმედება გაახანგრძლივა.
ცვლილება 2028 წლის ბოლომდე იმოქმედებს.
მედიის ცნობით, კანონის გახანგრძლივებას 170-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 19 იყო.
კენჭისყრის შემდეგ, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ კანონის გახანგრძლივება აუცილებელი იყო.
„საზღვარზე არსებული ვითარება არ იძლევა საფუძველს, რომ ის გაუმჯობესდა. ამიტომ, გახანგრძლივება აუცილებელია“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
კანონი სასაზღვრო დაცვას აძლევს შესაძლებლობას, ქვეყანაში არ შეუშვან ის თავშესაფრის მაძიებლები, რომელთა საზღვარზე ჩასვლაც ორგანიზებულია რუსეთის ან სხვა ქვეყნის მიერ და წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის.