ფინეთის ნაკრების მწვრთნელი - თორნიკე შენგელიას მაგალითს სხვა კალათბურთელებმაც უნდა მიბაძონ #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში თბილისი არენაზე ფინეთი 81:64 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ ფინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლასი ტუოვიმ კომენტარი გააკეთა.
„თანაბარი გუნდების შეხვედრა იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ორმა კალათბურთელმა ითამაშა ბრწყინვალედ – თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა.
ევროლიგისა და სანაკრებო მატჩებს შორის დროში სხვაობა ძალიან მცირეა. შენგელიამ 20 საათში ორი მატჩი ჩაატარა, ერთი – ევროლიგაზე, ერთიც – ფინეთში. ეს ძალიან რთულია. ვფიქრობ, მის მაგალითს სხვა კალათბურთელებმაც უნდა მიბაძონ“, – განაცხადა ფინელთა დამრიგებელმა.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ორი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს. თებერვალში ჩვენი გუნდი დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.