ფინეთის მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა
ფინეთის მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატების პარტიას ხმათა 17.8 პროცენტი აქვს და 0.2 პროცენტით უსწრებს ნაციონალისტურ „ფინელების პარტიას“.
„1999 წლის შემდეგ პირველად, ჩვენ პარლამენტში ყველაზე დიდი პარტია ვართ. სოციალ-დემოკრატების პარტია პრემიერ-მინისტრის პარტიაა“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, ანტი რინემ.
200-ადგილიან პარლამენტში სოციალ-დემოკრატები 40 ადგილს მიიღებენ. ნაციონალისტური „ფინელების პარტია“ კი 39-ს.
2015 წლის შემდეგ ფინეთს სამი პარტიის კოალიცია მართავდა. სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ირგვლივ არსებული უთანხმოების გამო, ფინეთის მთავრობა მარტში გადადგა.