ფინეთის ჯანდაცვის სამინისტრო – ჩინეთში ნაყიდი ორი მილიონი პირბადე გამოუსადეგარია
ფინეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი ორი მილიონი დამცავი პირბადე გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს. როგორც ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჩინეთიდან შესყიდული ორი მილიონი ქირურგიული პირბადე და 230 000 რესპირატორი შესაბამის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და „კოვიდ 19“-ის დასაცავად გამოუსადეგარია.
ფინეთს დღეში ნახევარ მილიონამდე ქირურგიული პირბადე და 50 000 რესპირატორი სჭირდება. ზოგიერთ რეგიონში დამცავი საშუალებების დეფიციტი უკვე შესამჩნევია.
Suomeen saapui juuri ensimmäinen koneellinen kirurgisia maskeja (2 milj. kpl) ja hengityssuojaimia (230 000 kpl). Materiaalit tarkastetaan ja testataan normaalin käytännön mukaisesti ennen käyttöönottoa. pic.twitter.com/9ejsiYvlTn
— Aino-Kaisa Pekonen (@akpekonen) April 7, 2020