ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა - ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, – ამის შესახებ აღნიშნულია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალში, რამდენადაც არც სახელმწიფოა და არც სახელმწიფო ინსტიტუტები. ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს“, – ნათქვამია განცხადებაში.