ფინეთი უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ფინეთი უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

მედიის ინფორმაციით, ფინეთმა უკრაინის დასახმარებლად ახალი, 28-ე სამხედრო პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

სამხედრო დახმარების პაკეტი ახლა ფინეთის მთავრობამ და პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცონ.

„როგორც წარსულში, დახმარების პაკეტის დეტალები ღიაა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად, სხვა საკითხებთან ერთად, პაკეტი საარტილერიო საბრძოლო მასალებსაც მოიცავს, რომელიც უკრაინას ამჟამად ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ენტი ჰაკანენმა.

როგორც ჰაკანენმა აღნიშნა, „უკრაინის დახმარებასთან მიმართებით ფინეთში ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეროვნული ერთსულოვნება არსებობს“.