ფინეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის დეტალურ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს

13:55, 28.02.2018

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

უწყება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დეტალური და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

„ჩვენ სრულად ვეთანხმებით ევროკავშირის, ეუთო-სა და გაერო-ს განცხადებებს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ, რომ ჩატარდეს დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

მსგავსი