მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო პარტია „მოლდოვის გულის“ საქმიანობის შეზღუდვას ითხოვს
მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო პარტია „მოლდოვის გულის“ საქმიანობის შეზღუდვას ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის სააპელაციო პალატას მიმართა. სარჩელში სამინისტრო პარტიის საქმიანობის 12 თვით შეზღუდვას მოითხოვს.
ეს სარჩელი სააპელაციო პალატაში მას შემდეგ წარადგინეს, რაც მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პარტია „მოლდოვის გულის“ ფინანსურ საქმიანობაში, სავარაუდოდ, დარღვევები აღმოაჩინა.
სარჩელში მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო სააპელაციო პალატისგან ითხოვს, რომ პარტიის საქმიანობა, საქმის განხილვის დასრულებამდე, 12 თვის ვადით შეიზღუდოს.
პარტია „მოლდოვის გულს“ გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ყოფილი მეთაური ირინა ვლახი ხელმძღვანელობს. ეს პარტია 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებულ ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობს.
ცნობისთვის, ირინა ვლახის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დაწესებული აქვთ კანადასა და ლიეტუვას.