ფინანსთა სამინისტროსთან მძღოლები ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვას აპროტესტებენ
ფინანსთა სამინისტროსთან მძღოლები ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვას აპროტესტებენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება. მძღოლები, რომლებიც ხორბლის გადაზიდვით არიან დაკავებული, პროდუქციის საავტომობილო ტრანსპორტით შემოტანაზე აკრძალვას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებთან სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და საინიციატივო ჯგუფს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა შესთავაზეს. მძღოლები ამ ეტაპზე შეხვედრაზე არ თანხმდებიან.

ხორბლის შემოტანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.