ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

14:18, 06.08.2019

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს  40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 113 000 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.590 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.558 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი