ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ცენტრალური ბანკი ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 34 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.190 პროცენტით, მაქსიმალური 10.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.230 პროცენტით განისაზღვრა.