ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.280 პროცენტით, მაქსიმალური 9.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.400 პროცენტით განისაზღვრა.