ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13:26, 02.06.2020

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორ-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 148 650 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300 პროცენტით, მაქსიმალური 8.790 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.752 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი