ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 167 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.211 პროცენტით განისაზღვრა.

სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.