ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13:25, 24.03.2020

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 123 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.120 პროცენტით, მაქსიმალური 10.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.638 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

მსგავსი