ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ვანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 65 530 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.900 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.987 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.