ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება – გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

09:57, 22.08.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე,ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ორი ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან – 10 წლამდე ვადით.

მსგავსი