ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

10:38, 09.12.2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია, ჯამში, 93 000 კოლოფი Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-სა და Winston-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი