ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღო

10:40, 27.10.2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 4 930 კოლოფი სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 27 608 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი