ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმერეთის რეგიონში ქრთამის აღების  ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმერეთის რეგიონში ქრთამის აღების  ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, იმერეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.