ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

17:32, 11.10.2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე, უფროსის მოვალეობას სოსო რამიშვილი შეასრულებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურს 2017 წლის ივნისის შემდეგ ხელმძღვანელობდა.

 

მსგავსი