ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა

17:56, 02.04.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ფინანსთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სოსო რამიშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას 2018 წლის 6 დეკემბრიდან იკავებდა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

 

მსგავსი