ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო.

შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობაც დაათვალიერა, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფს საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

რეგიონებში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.