ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მხილებულია სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი

10:20, 20.11.2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი