ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში დღგ-ის გადამხდელებს 2 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდათ
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში დღგ-ის გადამხდელებს 2 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდათ
2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს, კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, 2024-2028 წლებში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი, ჯამურად, 15 მილიარდ ლარს მიაღწევს.