ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო
ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და გააცნო ცვლილებების პროექტი ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ, ასევე, სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული სხვა სიახლეები.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად მოამზადა.

ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო, როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან.

საბოლოოდ, დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტში.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.