ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა
ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა

ფინანსთა სამინისტრომ ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი 109-გვერდიანია და 214 მუხლისგან შედგება. კანონპროექტი სამინისტროს და საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი.

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები გაგზავნონ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო ახალი საბაჟო კოდექსის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

საბაჟო კოდექსის პროექტი რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს: ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის გავლა კომპანიებს ელექტრონულად შეეძლებათ; საშუალება ექნებათ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღება; ასევე, იგეგმება ახალი შეღავათების ამოქმედება რეექსპორტში ჩართული კომპანიებისთვის და სხვა.

კოდექსის ძირითადი ნაწილი 2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაწილი კი, 2020 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.